:::...ნებისწერა...:::
ვებინარი — ყოველ სამშაბათს და შაბათს, 21:00

ამ ვებინარზე გაიგებ, ნებისწერის თეორემის მიხედვით — რაზეა დამოკიდებული, გამოვა თუ არა ის, რაც გინდა.

დარეგისტრირდი ვებინარზე ↓
📅 სამშაბათი და შაბათი 🕘 21:00 (თბილისის დროით) 💻 ონლაინ · ბმული მეილზე მოგივა

ვისთვისაა ეს ვებინარი

იმ ადამიანებისთვის ვინც ხვდება, რომ შენი ცხოვრება სრულად თუ არა, დიდი ნაწილი მაინც შენზეა დამოკიდებული, მეუბნებიან ხოლმე: ვიცი, რომ ჩემზეა დამოკიდებული. ხანდახან ვგრძნობ, რომ გამომდის, ხანდახან არა. მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომდიოდეს სულ, და შესაძლებელია კი.

ეს ვებინარი მათთვის არის ვინც ხშირად მეუბნება: ვიცი, რომ ჩემზეა დამოკიდებული. ხანდახან ვგრძნობ, რომ გამომდის, ხანდახან არა. მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომდის როცა გამომდის და როცა არ გამომდის რას ვაკლებ.

ასე ადამიანები ცდილობენ იპოვონ გზა, ტექნიკა, მიდგომა, სტრატეგია როგორ გამოუვიდეთ ცხოვრებაში რაც უნდათ.

ამ ვებინარზე მე განახებ ზუსტ მიზეზს, რაზეც არის დამოკიდებული მათი ცხოვრება.

რას ვაკეთებთ ვებინარზე — სამი ნაბიჯი

1. რაც გვინდა და რაც შინაგანად გვაქვს არჩეული — ორი სხვადასხვა რამ

ამისათვის პირველ რიგში გავიაზრებთ რომ რაც გვინდა და რაც შინაგანად გვაქვს არჩეული არის ორი სხვადასხვა რამ. შეიძლება გინდოდეს ერთი მაგრამ გეშინოდეს იმის რაც ამას მოყვება ირიბად, ან არ გეშინოდეს მაგრამ შედეგისთვის მზად არ იყო, ან ეს შედეგი ეწინააღმდეგებოდეს შენში არსებულს სხვა ღირებულებებს. მოკლედ ვებინარზე დაგეხმარებით გამოერკვე შენს სიტუაციაში რაც გინდათ რამდენად აცდენილი არის იმისგან რაც გაქვთ არჩეული, და რამდენად ახლოს არის იმასთან რაც ხდება შენს ცხოვრებაში, შედეგად თქვენ დაინახავთ იმ ნაპრალს რაც გაშორებთ სასურველ შედეგისგან.

2. რა ვუყოთ ამ ნაპრალს?

მაგრამ ამის მერე ისმის კითხვა რა ვუყოთ ამ ნაპრალს?

ვებინარზე გაიგებ როგორ შევამციროთ და მოვიყვანოთ ურთიერთანხმობაში - რაც მინდა და რაც არჩეული მაქვს?

მოგვიწევს განვასხვავოთ რისი არჩევა არის ჩვენზე დამოკიდებული და რისი არა, და რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული იმაზე მეტი დროს და ენერგიას არ დავხარჯავთ, რაც ჩვენზე დამოკიდებული იმას მოვმართავთ პირდაპირ ამ ნაპრალის შემცირებაზე. და ვებინარზე დავინახავთ რამდენად რეალური გახდება რომ რაც გვინდა ის გამოგვდიოდეს, თუკი ჩვენს არჩევანს გადავაკეთებთ.

3. როგორ უნდა გადავაკეთო არჩევანი?

მაგრამ ისმის ახლა კითხვა, როგორ უნდა გადავაკეთო არჩევანი? ის ხომ ჩემში გამჯდარია, ჩვევაშია, ამრევს.

და აქ ვისწავლით ზუსტად და კონკრეტულად რა უნდა შევცვალოთ რომ არჩევანი გადაკეთდეს ჩვენს სასარგებლოდ და შედეგი დადგეს,

ჩვენ დავინახავთ და გავზომავთ ზუსტად რა ქმედებებშია გამოხატული ძველი არჩევანი, შემდგომ მივხვდებით რა უნდა შევცვალოთ და შედეგიც დადგება

და ამ ყველაფერს ვებინარზე პრინციპის დონეზე მაინც გაიგებ და სულ შეძლებ გამოიყენო.

რა გეცოდინება ვებინარის ბოლოს

  • ვებინარის ბოლოს ზუსტად გეცოდინება რომ შემთხვევითი არ არის: როცა გამოგდის და როცა არა.
  • იპოვი, რა გაქვს არჩეული იქ, სადაც არ გამოგდის და გეცოდინება, რა უნდა შეცვალო რომ გამოგდიოდეს.
  • და ეს ცოდნა მოიტანს შედეგს.

დარეგისტრირდი ვებინარზე

შეხვედრის ბმული ელფოსტაზე მოგივა. ვებინარი ყოველ სამშაბათს და შაბათს, 21:00-ზე იწყება.

ლევან ბახია :::...ნებისწერა...::: ავტორი — ვებინარს თავად უძღვება.