ბოლო განახლება: 2024 წლის 25 ნოემბერი
წინამდებარე ვებ-გვერდის და შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია და დასწრება რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით.
მომხმარებელი არის ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირდება კურსებზე და იყენებს პლატფორმის სერვისებს.
რეგისტრაცია გულისხმობს ყველა პირობის მიღებას და იმის აღიარებას, რომ პერიოდულად შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები.
მცირე მეწარმე "ლევან ბახია" უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.
მომსახურება მოიცავს კურსების მიწოდებას ვიდეო, ტექსტური და ვიზუალური მასალების საშუალებით, ასევე ვორქშოპებსა და სემინარებს ონლაინ და ფიზიკურ ფორმატში ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით.
გადახდილი კურსის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციებისა, რომელიც დამტკიცებულია დირექტორების მიერ.
მომხმარებლებს არ შეუძლიათ ლექციების ვიდეოების გაზიარება, გავრცელება ან ხელახალი გამოქვეყნება კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე.
ლექციები წარმოადგენს მცირე მეწარმე "ლევან ბახია"-ს საავტორო უფლებას; მომხმარებლებს არ შეუძლიათ მასალების გადამუშავება, გამოქვეყნება ან კომერციული გამოყენება.
მცირე მეწარმე "ლევან ბახია" არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ/ირიბ ზიანზე ინფორმაციის არასწორად გამოყენებისგან.
პირადი მონაცემები ინახება მომსახურების მიწოდებისთვის; მომხმარებლებს შეუძლიათ მოითხოვონ ინფორმაციის გამჟღავნება ან წაშლა.
მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა; დავებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.